მთავარი გვერდი
აბაათა
აბაათას ციხის სამეკლესიანი ბაზილიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი VI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ბაზილიკა გეგმაში რთულია. შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. სრულად>>>
აბანო
სოფელი აბანო მდებარეობს ქარელის რაიონში, მდინარე ლოპანისწლის ნაპრზე, ქარელიდან 27 კილომწტრის მანძილზე. წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, გზის პირზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. გადაკეთებულია XIX საუკუნეში. ძველი ნაგებობიდან გადარჩენილი აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. სრულად>>>
აბისი
სოფელი აბისი მდებარეობს მდინარეების ლოპანისწყლისა და ფრონეს შესართავთან, ქარელიდან 15 კილომეტრზე. პირველად მოხსენიებულია 1633 წელს საბუთში, როგორც ავალიშვილების კუთვნილი მამული. 1779 წელს სოლომონ რევაზისშვილისა და გლახა მახვილაძის შორის აბისის მფლობელობის თაობაზე ატეხილი დავა ერეკლე II-მ გლახა მახვილაძის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სრულად>>>
აბუხალო
სოფელი აბუხალო მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის სათავესთან, ქარელიდან 35 კილომეტრის მანძილზე. გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის დასავლეთით, ფრიალო კლდეზე, რომლის ქვედა სარტყელი დაფარულია წიწვიანი ტყით, ზემოთ კლდე შიშველია, ხოლო მისი წინა მხარე შვეულადაა ჩამოკვეთილი. სრულად>>>
აგარის მონასტერი
ურავლის ხეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი აგარის ნამონასტრალია, რომელიც ახალციხის რაიონში, სოფელ ურავლის ზემოთ მდებარეობს, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას. აგარაში მიმავალი ბილიკი, რომელიც ვიწრო ხევს მისდევს, მთის ნაკადის აყოლებით, ახლა დაბურულია ხშირი მცენარეულობით. ახლო-მახლო მოსახლეობა არ არის, მონასტერი დიდი ხანი მიტოვებული იყო.
სრულად>>>
ავკვეთი
სოფელი ავკვეთი მდებარეობს შიდა ქართლში, მდინარე ტანის შენაკად ვერის მარჯვენა ნაპირზე, გორის რაიონში, გორიდან 14 კილომეტრის მანძილზე. ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით, ტყიან მთის ფერდობზე. თარიღდება XI-XII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ), ნაგებია თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა. ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. სრულად>>>
ავლევი
სოფელი ავლევი მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, ქარელიდან 22 კილომეტრის მანძილზე. სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, სასაფლაოზე ეკლესიის ნანგრევებია. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ყოფილა დარბაზული (8,4 X 4,6 მ), ქვიშაქვის უსწორო კვადრებით ნაგები. სრულად>>>
აკაურთის ეკლესია
აკაურთის ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონის სოფ. აკაურთაში. ის არის მსხვილი თლილი კვადრატებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ-წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა ქვემო ქართლის უძველესი სოფელია.
სრულად>>>
ალექსანდრესწყარო
სოფელი ალექსანდრესწყარო მდებარეობს ხაშურის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ხაშურიდან 7 კილომეტრის მანძილზე. ძამას ეკლესია დგას სოფლიდან 5-6 კილომეტრში, ნასოფლარ ძამას სამხრეთ-დასავლეთით სასაფლაოზე, ფიჭვნარში. ეკლესია დარბაზულის (8,3 X 5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. სრულად>>>
ალი
სოფელი ალი მდებარეობს ხაშურის რაიონში, მდინარე ჭერათხევის ნაპირზე, ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრის მანძილზე. ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო XII საუკუნეში მის გაქალაქებას. ქალაქს ჩრდილოეთიდან
სრულად>>>
ამამლო
დმანისის რაიონის სოფელ ამამლოს სამხრეთით, 1 კმ-ზე, ძველი ნამოსახლარია, გალავანშემორტყმული XII საუკუნის ეკლესიითა და მცირე სასაფლაოთი. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციებიოს გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთ მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი. სრულად>>>
ამილახვრების ციხე-დარბაზი
შიდა ქართლში, მდინარე ლეხურას შუა წელში, ვაკეზე, კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ჭალაში, მდებარეობს ვრცელი ანსამბლი. ანსამბლი შედგება სამი კომპლექსისაგან: მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი.
სრულად>>>
ამილახვრიანთ კოშკი
შიდა ქართლის ვაკეზე, გორიდან 2 კილომეტრის მანძილზე, სოფელ ოთარშენის განაპირას, ჩრდილოეთით, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბექობზე, დგას ამილახვრიანთ კოშკი, რომელიც თარიღდება XVIII საუკუნის ბოლო პერიოდით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 10,5 მ), ნაგებია რიყის ქვით ქვით. კედლების შიდა პირზე ზოგან გამოყენებულია აგურიც. აგური გასდევს ზოლებად ფასადებსაც. კოშკს შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. სრულად>>>
ამილახვრის ციხე-კოშკი
კოშკი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ფხვენისის სამხრეთ ნაწილში, მთავარი გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 10 მ, კედლის სისქე 2 მ), ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, პირველი სართულის გუმბათოვანი კამარა, ნიშების წირთხლები და თაღოვანი გადახურვები აგურისაა. შენობა დაზიანებულია - თითქმის მთლიანად დანგრეულია მეორე სართულის კედლები. სრულად>>>
ანანური
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. მასში თავმოყრილია, საკულტო, სამხედრო, და საერო ხასიათის ძეგლები. ჩვენს ტერიტორიაზე ძნელია მოიძებნოს ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგადაც დაცული სხვა ძეგლი. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ანანური წარმოადგენს ძლიერ ფეოდალთა - არაგვის ერისთავთა ციხე-სიმაგრეს.
სრულად>>>
ანანური (მაკეტი)
მაკეტის ავტორი:კონსტანტინე ანატოლის-ძე პეტრიაშვილი. დაამთავრა ქ.მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი, გრაფიკის სპეციალობით. მუშაობდა ესთეტიკის ინსტიტუტში მხატვარ-დიზაინერად. საქართველოს ფონდის დაკვეთით მან გააკეთა ორი მაკეტი: პირველი - სვეტიცხოველი (1988-1989 წლები), რომელიც გადაეცა კულტურის ფონდს და მეორე მაკეტი - ანანური.
სრულად>>>
ანდრიაწმინდა
ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდაში ერთნავიანი, ანდრიაწმინდას სახელობის ეკლესია დგას. კედლები მთლიანად დგას (თვალში მოგხვდებათ მათი ფერი - ჟანგიანი, გამომწვარი, თითქმის აგურისფერი), გადარჩენილია კამარის დიდი ნაწილიც. შიგნით საბჯენი თაღების დასაყრდნობ შვერილებს მარტივი სამკაულები აქვს.
სრულად>>>
ანტიოქია
ანტიოქია, მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესაყართან. შედგება სხვადასხვა ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (IV-V საუკუნეები), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIII საუკუნეები).
სრულად>>>
ანჩისხატი
ნჩისხატი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია თბილისში. ტაძარი VI საუკუნით თარიღდება და ისტორიული ცნობების მიხედვით ღმრთისმშობლის შობის სახელზე დაჩი უჟარმელის მიერაა აგებული. ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია).
სრულად>>>
არაგვის კარი
კარიბჭე „არაგვის კარი“ მდებარეობს ქ. მცხეთაში, ქალაქის ცენტრში, მშრალი (მონასტრის) ხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება V-VI საუკუნეებით. კარიბჭე გამოვლინდა 1965 წელს კინოთეატრის მშენებლობის დროს. ამჟამად მოქცეულია კინოთეატრის ქვეშ, სპეციალურად მოწყობილ შემინულ სათავსში. მისი დათვალიერება შეიძლება ყველა მხრიდან. სრულად>>>